კატალონიის “ბარსელონა” ამსტერდამის “აიაქსის” მცველ მატიას დელ ლიგტს აკვირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსამ” უკვე გაგზავნა სკაუტები, რომლებიც დე ლიგტის თამაშს ჰოლანდია – ინგლისისა და ჰოლანდია – პორტუგალიის მატჩებში დააკვირდებიან.
მატიას დე ლიგტი 18 წლისაა და მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ჰოლანდიის ნაკრების მაისურით უკვე 3-ჯერ ითამაშა.