ფეხბურთი

17:00 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო!

ბევრი ადამიანის საფეხბურთო კერპი 38 წლისა გახდა. ამ კაცმა რამდენიმე წლის განმავლობაში მოაჯადოვა გულშემატკივრები, არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობდა და ესთეტიური თვალსაზრისით მართლაც ძალიან მაგარი იყო.

დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც იუბილარის არასაფეხბურთო ამბავს ეხება. თურმე ნუ იტყვით, რონალდინიო ბრაზილიის რესპუბლიკურ პარტიაში შევიდა და დიდი ალბათობით, წლეულსვე მოკალათდება ქვეყნის სენატში.

ისე, რონალდინიო და პოლიტიკა როგორი წარმოსადგენია? პოლიტიკა კი არა, ფეხბურთის გარდა ნებისმიერი სხვა სფეროც რაღაც შეუფერებლად გვეჩვენება. რონალდინიო ხომ თვითონ ფეხბურთია?!

თეგებირონალდინიო
0.111416