ცხრათვიანი შესვენების შემდეგ, რატი არდაზიშვილმა ვარჯიში განაახლა. ჯერ მსუბუქად, რამდენიმე კვირაში კი სრული დატვირთვით ვარჯიშსაც დაიწყებს. თბილისის “ლოკომოტივის” შემტევს არ გაუმართლა – შარშან მძიმედ დაშავდა და ოპერაცია დასჭირდა.
რატი შარშან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წინ დაშავდა. არადა, ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა.