თამაშგარე

12:35 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მრავალსაყვარლიანი ლიზი

სულ რომ არ გვინდოდეს და გვეზარებოდეს, არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის გადარეულ დაზე - მოდელ ლიზ სოლარიზე წერა, ეს გოგო ისეთი მამაილა ვინმეა, არასოდეს დაცხრება და მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიოს ბულვარულ მედიას საწერსა და საკბილოს არასოდეს გამოულევს.

აი მაგალითად ამ რამდენიმე დღის წინ, ლიზ სოლარიმ აღიარა, რომ ცხოვრებაში ედგა ჟამი, როდესაც არა ერთი, არამედ ერთბაშად სამი საყვარელი ჰყავდა და როდესაც ეს ამბავი სამივე მათგანმა გაიგო - მამაკაცები გადაირივნენ და ვერ გაუგეს გულისსწორს. თავად ლიზიკო კი იძახის - დიდი ამბავი, თუ ადამიანის ტრფიალება უსაზღვრო და მრავალფეროვანიაო...

შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ ლიზ სოლარი ასეთ ამბებს მხოლოდ პიარისთვის იგონებს (ალბათ არც უამისობაა), მაგრამ ამ ქალს კარგად რომ ჩავუღრმავდეთ, ადვილად მივხვდებით, რომ თავად ლიზია ასეთი უცნაური ვინმე და ისიც ადვილად დასაჯერებელია, რომ მრავალსაყვარლიანობა მისი ჰობი, მუღამი და მოწოდებაა...

0.118121