ფეხბურთი

1:24 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა მადრიდშია

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა მადრიდში იმყოფება. არგენტინელი შემტევი, რომელიც “ალბისელესტეში” არ გამოიძახეს, ესპანეთის დედაქალაქში შვებულებას ატარებს.

ამ ფაქტს, იტალიურ მედიაში უმალ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ეს მადრიდის “რეალს” დაუკავშირა, თანაც, ცოტა ხანში ხომ დიბალას სწორედ “სამეფო კლუბთან” უწევს დაპირისპირება.

Marca-ს ინფორმაციით კი, პაულომ მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო პაბლო სიმეონესთან ერთად ივახშმა. აქამდე დიბალა "როხიბლანკოსთვის" არასდროს დაუკავშირებიათ, მაგრამ წყაროს ცნობით, არაა გამორციხული, რომ სიმეონე დიბალას ანტუან გრიზმანის პოტენციურ შემცვლელად განიხილავდეს.

შეგახსენებთ, დიბალა ხორხე სამპაოლიმ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში არ გამოიძახა. “იუვეს” თავდამსხმელის ანგარიშზე “ალბისელესტეს” რიგებში 12 უგოლო მატჩია.

0.120783