ფეხბურთი

0:32 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის 19 მარტიდან ემზადება. თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე, დღეს ეროვნულმა გუნდმა 22 ფეხბურთელით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოაკლდა და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უახლოეს ვარჯიშზე, პოლონური „პოგონის“ მცველი ლაშა დვალი შეუერთდება.

22 მარტს, 17.30 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი სასტუმრო „ჰუალინგში“ პრესკონფერენციას გამართავს. 19 საათზე, ეროვნული გუნდი თბილისში მდებარე, ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშებს. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის გადაღება საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდგენლობა ამხანაგურ მატჩებში

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ამხანაგური მატჩების განრიგი

24 მარტი
საქართველო-ლიტვა

27 მარტი
საქართველო-ესტონეთი

ორივე ამხანაგური თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

GFF.GE

0.121559