“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ბოლო პერიოდში ხშირად წერენ. ამ საკითხს ეხმაურება საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამიც, რომელიც ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
“პოლი “მანჩესტერ იუნაიტედში” ბედნიერი არაა. ის გუნდში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება და მსგავს სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი ფეხბურთელი აღმოჩნდეს. ამ საკითხზე მასთან პირადად საუბარს ვგეგმავ, უკეთ რომ გავიგო კონკრეტულად რა აღელვებს. ჯერჯერობით სრულ ინფორმაციას არ ვფლობ და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი” - ციტირებს დეშამის სიტყვებს Daily Mail-ი.
პოგბმა ამჟამად ეროვნულ გუნდში დეშამის ხელმძღვანელობით კოლუმბიასთან (23 მარტი) და რუსეთთან (27 მარტი) გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
ცოტა ხნის წინ, ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა აცხადებდა, რომ პოლი მანჩესტერის დატოვებას მანამდე არ აპირებს, სანამ გუნდთან ერთად პრემიერლიგას არ მოიგებს. თუმცა, ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ის მისი კლიენტისთვის ახალ კლუბს უკვე ეძებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხშირი შემთხვევა რომ მის დრიბლინგს მცველების დაბნევა და ძირს დაყრას იწვევს

:
:საღოლ ოქრიიიიიიიიიი
კობახიძემ მგონი გადაიფიქრა და დნიპროდან წამოსვლა უნდა
დინამოს კარგი კავშირები და მენეჯერი რომ ყავდეს დნიპროდან ლობჟანიძესა და კობახიძეს ინათხოვრებდა, ილურიძე რომ ჩამოიყვანონ მშვენიერი იქნება, ზაფხულში შეიძლება დვალიშვილიც წავიდეს ლეგიადან და მასაც თუ მოიყვანენ გუნდი ევროპის ლიგისთვის მზად იქნება.
დინამო რა დაწუნებულების კლუბია?
მართალი ხარ