ფეხბურთი

17:41 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებმა ახალი საგარეო ფორმა წარადგინეს

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ახალი საგარეო ფორმა წარადგინეს, რომელსაც გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოიყენებს. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი ფორმის კომპლექტი უკვე გაყიდვაშია.

მუნდიალისთვის მზადების პროცესში მყოფი გერმანელები მიმდინარე თვეში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ - 23 მარტს ესპანეთთან, 27 მარტს კი ბრაზილიასთან.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებს შვედეთის, სამხრეთ კორეისა და მექსიკის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.

0.118526