ფეხბურთი

16:46 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალის” უარმა რემზის გადაწყვეტილება მიაღებინა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა აარონ მემზიმ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შეიცვალოს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ლონდონურმა კლუბმა მოთამაშეს ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრა.

ამავდროულად, უელსელ ფეხბურთელს თვალი “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაადგა. Daily Mail-ის ცნობით, ჟოზე მოურინიო ახალი სეზონისთვის რემზის დამატებას გეგმავს. “არსენალს” კი მისი გაყიდვა ხელშეკრულების დასრულებამდე 1 წლით ადრე შეეძლება.

“მეთოფეებს” 27 წლის მოთამაშესთან მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ და ინგლისური მედიის ინფორმაციით, მის გაგრძელებას არცერთი მხარე არ გეგმავს.

მიმდინარე სეზონში რემზიმ პრემიერლიგის 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

0.113988