ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი კლუბის დატოვებას გეგმავს, თავად ფეხბურთელმა უარყო.
“პრესაში წავიკითხე თითქოს ჩემი თავი რაიოლამ “ბარსელონას” შესთავაზა, თუმცა ეს ტყუილია. მე თანაგუნდელებთან ერთად განვიხილე ვითარება და პსჟ-ში დარჩენა გადავწყვიტე.
“რეალთან” მატჩს რაც შეეხება, ჩვენ არ გვყავდა ნეიმარი. ეს იგივეა, რთული მეტოქის წინააღმდეგ “ბარსელონამ” მესის გარეშე ითამაშოს”, - განაცხადა მარკომ.
მიმდინარე სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 22 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.