ფეხბურთი

15:30 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი: “ნაპოლიდან” წავალ თუ ჩემს საქმეში ჩაერევიან”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი მის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებლად დატოვებს ნეაპოლურ კლუბს, თუ მის საქმეში სხვები ჩაერევიან.

“მე არ გავაგრძელებ “ნაპოლისთან” კონტრაქტს იმ შემთხვევაში, თუ სრული თავისუფლება არ მექნება და ჩემს საქმეში ჩაერევიან. ეს არ იქნება სამართლიანი.

წლების წინ სერია B-ში ვმუშაობდი, ასე რომ, პატივია ვიბრძოლო ტიტულისთვის ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “იუვენტუსია”. ჩვენ რთული გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ, რომ ლამაზი თამაში ვაჩვენოთ. ეს ჩვენი სტილია”, - განაცხადა სარიმ.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, იტალიელ სპეციალისტს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იწვევენ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ანტონიო კონტე “არისტოკრატებს” დატოვებს. რაც შეეხება კონტრაქტს, სარის “ნაპოლთან” ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს.

0.13253