ფეხბურთი

15:09 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ და ამას მოედანზე ვამტკიცებ”

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ აღიარეს. საქმე ის გახლავთ, რომ “ოქროს ბურთის” ხუთგზის მფლობელი პორტუგალიაში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამ ჯილდოს რონალდუ შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:

“ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ და ამას მოედანზე ვამტკიცებ. მადლობელი ვარ ამ ჯილდოსთვის. ეს არის აღიარება არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი კოლეგებისაც. 2017 წელი ფანტასტიური და დაუვიწყარი იყო, როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით.

ჩემი მთავარი ჯილდო ჩემი შვილები არიან, ხოლო მეხუთე “ოქროს ბურთი” გახდა მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

ჩემი კიდევ ერთი რეკორდი სამი შვილია, რომელიც 3 თვის განმავლობაში გვეყოლა”.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს 4 შვილი ჰყავს. უფროსი 6 წლისაა, რომელიც სუროგატი დედისგან ჰყავს. გასული წლის ივნისში კი ტყუპები ასევე სუროგატმა დედამ გააჩინა, რაც შეეხება მეოთხეს – მისი დედა ჯორჯინა როდრიგესია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113379