სხვა

14:42 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძე ვაჟთან ერთად გაჩემპიონდა

ნინო სალუქვაძის ტირში, საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში შერეულ წყვილთა შეჯიბრებით დასრულდა.

პირველი და მეორე ადგილები ოჯახურმა წყვილებმა გაინაწილეს. ჩემპიონები ნინო სალუქვაძე და მისი ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი, ნინო სალუქვაძის ტირი) გახდნენ 759 ქულით.

ვერცხლის მედალი ასევე თბილისელმა და-ძმამ - ლევან და მეგი ქადაგიძეებმა (ნინო სალუქვაძის ტირი) ირგუნეს 749 ქულით.

ამდენივე ქულა დააგროვა მესამეზე გასულმა ქუთაისურმა დუეტმა - ნინო ხუციბერიძემ და შოთა გირგვლიანმა. საბოლოოდ, ვერცხლის ბედი ერთადერთმა ქულამ გადაწყვიტა: ბოლო სერიაში თბილისელებს 188 ქულა ჰქონდათ (93+95), ქუთაისელებს - 187 (93+94).

აპრილში ნინო სალუქვაძის ტირი ახალგაზრდებს შორის თბილისის ღია პირველობას უმასპინძლებს.

0.156143