ფეხბურთი

14:13 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდეოგამეორებას ჰოლანდიაშიც გამოიყენებენ

VAR – აღნიშნული ტექნოლოგია ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ეტაპობრივად მკვიდრდება, მომდევნო სეზონიდან კი მას ჰოლანდიის ჩემპიონატშიც გამოიყენებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მიუხედავად არასრულყოფილი სამუშაოებისა, ვიდეოგამეორების სისტემამ უკვე კარგად მოიკიდა ფეხი ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში.. ამის დასტურად ჰოლანდიელებს სერია A-ს 29-ე ტურში გამართული მატჩი მოჰყავთ, სადაც “მილანი” “კიევოს” დაუპირისპირდა და კუტრონეს გოლი მხოლოდ ვიდეოგამეორების შემდგომ ჩათვალეს.

ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც გამოიყენებენ.

0.130629