იტალიური საფეხბურთო კლუბი “ფიორენტინა” საკუთარ საწვრთნელ ბაზას გუნდის ყოფილი კაპიტნის დავიდე ასტორის პატივსაცემად სახელს შეუცვლის.
“ეს ადგილი დავიდესთვის სახლივით იყო, აქ ის დიდ დროს ატარებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს ბაზას მისი სახელის უკვდავსაყოფად Centro Sportivo Davide Astori ეწოდოს” - აცხადებს კლუბის პრეზიდენტი მარიო კონინი.
დევიდე ასტორი “ფიორენტინას” შემადგენლობაში 2015 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე თვის დასაწყისში საფეხბურთო სამყარო შეძრა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. 31 წლის ფეხბურთელი 4 მარტს, უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მისი გუნდი "უდინეზესთან" მატჩის წინ იყო შეკრებილი, გულის შეტევით გარდაიცვალა.