ფეხბურთი

11:19 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ბანკირი უხელმძღვანელებს

იტალიის სერია A-ს პრეზიდენტის თანამდებობა გაეტანო მიჩიჩემ დაიკავა. როგორც Football Italia იტყობინება, 68 წლის ბანკირის კანდიდატურას მხარი ჩემპიონატის მონაწილე 20-ვე კლუბის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა.

მიჩიჩემ, რომელიც ცნობილ იტალიურ ბანკს Banca IMI-ს ხელმძღვანელობს, ახალ პოსტზე არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ამაყი და აღელვებულია მისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო, თუმცა ამავდროულად, კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რა უნდა გააკეთოს სერია A-ს წინსვლისთვის.

იტალიის სერია A-ს 2010 წლიდან 2017 წლის მარტამდე მაურიციო ბერეტა ხელმძღვანელობდა, მისი გადადგომის შემდეგ კი, ამ დრომდე, ახალი პრეზიდენტის არჩევის რამდენიმე მცდელობა უშედეგო გამოდგა.

0.11202