თამაშგარე

10:22 | 20.03.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ირინას და კრიშტიანუს ჟურნალისტები არ ეშვებიან

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსი ხელიხელსაგოგმანები მოდელი, ირინა შეიკი პორტუგალიელ სუპერმეგოლეს, კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა და მიუხედავად იმისა, რომ ირინასაც და კრიშტიანუსაც თავიანთი ახალი მეორე ნახევრები ნაპოვნი ჰყავთ (ირინას შვილიც კი ეყოლა მსახიობ ბრედლი კუპერთან) ბულვარული პრესა ამ წყვილის შესახებ მაინც გამუდმებით წერს და ჭორაობს.

ამასწინათ, ერთ-ერთ ესპანურენოვან “ყვითელ“ ჟურნალში დაიწერა, რომ დაშორების შემდეგ, პორტუგალიელ ფეხბურთელს რამდენჯერმე ჰქონდა ირინასთან შერიგების მცდელობა, მაგრამ შეიკმა ის აღარ გაიკარა იმის გამო, რომ ახალი კაცი უკვე ნაპოვნი ჰყავდა და აღარ ეკრიშტიანუებოდაო.

ეს ამბავი რამდენად მართალია არ ვიცით, მაგრამ ირინა შეიკი კი გვარიანად გააცეცხლა და ამ ტანფეხდალოცვილ მოდელს მცირე კომენტარის მიცემისას სულ მწარე-მწარეები უთქვამს ჭორთმოყვარე ჟურნალისტებზე და ისიც დაუმატებია, ახლა ამის დრო და სურვილი არა მაქვს, თორემ სხვა დროს ჟურნალს აუცილებლად ვუჩივლებდი და ფულებსაც დავაყრევინებდიო...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.102834