ფეხბურთი

23:30 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოკლენის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

“ვალენსიას” ჩამშლელ ნახევარმცველს ფრანცის კოკლენს, აქილევსის მყესის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ფრანგმა მოთამაშემ მძიმე ტრავმა რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე მიიღო (აქილევსის მყესი გაიწყვიტა) და უმალ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ფრანცისის სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე თვე გასტანს და მინდორს მომავალი სეზონის დასაწყისში დაუბრუნდება.

“მადლობას გიხდით, ყველა ჩემს მხარდამჭერს. მე დავბრუნდები ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს ვყოფილვარ”, - ციტირებს ფრანცისის სიტყვებს “ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ კოკლენი “ვალენსიაში” ზამთარში “არსენალიდან” 12.6 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადავიდა. მან “ღამურების” მაისურით 11 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110535