ფეხბურთი

18:10 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ელიტ-რაუნდისთვის

საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები 21-27 მარტს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ჩაერთვება. გიორგი ნემსაძის გუნდი უკვე ჩავიდა პოლონეთში, სადაც ჩატარდება ელიტ-რაუნდის მატჩები. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის გარდა, მაკედონია და ირლანდია იქნებიან.

ელიტ-რაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: 1. ლუკა ხარშილაძე, 12. ლუკა კუტალაძე;

მცველები: 2. საბა ჭინჭარაული, 3. ივა გელაშვილი, 4. ზურაბ ბაქრაძე, 5. შოთა ნონიკაშვილი, 13. გიორგი აბზიანიძე, 14. სანდრო კალანდაძე;

ნახევარმცველები: 6. ირაკლი აზაროვი, 8. ცოტნე ჩოთალიშვილი, 10. ზურიკო დავითაშვილი, 15. ანზორ მექვაბიშვილი, 16. გიორგი მირზიკაშვილი, 17. ლუკა შვარცი, 18. ნიკოლოზ ტალახაძე, 19. ანატოლი მესიაჩენკო;

თავდამსხმელები: 7. ხვიჩა კვარაცხელია, 9. გიორგი გულიაშვილი, 11. ელგუჯა ჯანგველაძე, 20. ლადო ჩიხრაძე.

gff.ge

0.115236