ფეხბურთი

20:20 | 19.03.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ვასკესის შეძენას ინგლისური კლუბები შეეცდებიან

მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში კარგ სეზონს ატარებს ლუკას ვასკესი და 26 წლის მოთამაშის პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ესპანელის შეძენით პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებულნი.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვასკესის გადაბირებას “ლივერპული” და “არსენალი” შეეცდებიან.

ესპანელ თავდამსხმელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს – ვასკესის მონაგარი 25 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ ზაფხულს იტალიურმა “რომამ” მადრიდელებს შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ესპანური კლუბის ხელმძღვანელებმა მისი გაყიდვა არ მოისურვეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნეტა ვის უყურებს ესე გაკვირვებული

01:02 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ძაან საინტერესო კადრია

0.06148