პოლონური “პოგონის” მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა ლაშა დვალი შეაქო. როგორც იცით, გასულ ტურში “პოგონმა 4:2 სძლია “ტერმალიცას” და ქართველმა მცველმა ორი გოლი გაიტანა (VIDEO).
“დვალი სტაბილურად კარგ ფორმაშია. შრომისმოყვარეა და ვარჯიშებზე ეს ეტყობა. მოხარული ვარ, რომ ეს გოლებში გარდასახა”.
შეგახსენებთ, დვალმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შარშანდელ მატჩშიც გაიტანა: ბელარუსთან 2:2 დასრულებულ შეხვედრაში.