ფეხბურთი

16:54 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: “არასოდეს მითქვამს, რომ სასწაულს მოვახდენ”

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა განაცხადა, რომ მიზნად ერთა ლიგის მოგება აქვს დასახული, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ძალიან რთული იქნება. როგორც იცით, ჯგუფში ყაზახების მეტოქეები საქართველო, ლატვია და ანდორა იქნებიან.

სტოილოვის გაწვრთნილები 23 მარტს უნგრეთს, ხოლო 26-ში ბულგარეთს ეთამაშებიან ამხანაგურ შეხვედრებში.

“ვგრძნობთ პასუხისმგებლობას გულშემატკივრებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის მოსაგებად. რეიტინგში ახლა რომელ ადგილზეც ვართ, არც მე მომწონს და არც ფედერაციას. ეს უნდა გამოვასწოროთ. ადრე თუ ნაკრები დაცვიდან თამაშობდა, ერთა ლიგაზე უნდა შევუტიოთ. უნგრეთი და ბულგარეთი ძლიერი ნაკრებები არიან, ამდენად საინტერესოა, მათ ფონზე როგორ ვითამაშებთ.

...საქართველო და ლატვია ქაღალდზე ფავორიტები არიან. ისინი ჩვენზე მაღლა დგანან რეიტინგში, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ფავორიტები ვერ იგებენ. თამაშის ორგანიზაცია ჩვენი მთავარი პრობლემაა და ამას თუ გამოვასწორებთ, შედეგიც გვექნება. თუ ვერ გამოვასწორებთ, მარცხიანი სერია გაგრძელდება. 2015 წლიდან მოყოლებული, ყაზახეთს არ მოუგია. ეს ძალიან დიდი დროა.

...არასოდეს მითქვამს, რომ ნაკრებში მოვალ და სასწაულს მოვახდენ. განვითარებას დრო სჭირდება, ფეხბურთელები კლუბებში უნდა განვითარდნენ. ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურებში რაც ვნახე, არ მომეწონა, რადგან მათგან უკეთეს თამაშს ვითხოვ. ფეხბურთელებთან სალაპარაკო გვექნება” – განაცხადა სტოილოვმა პრესკონფერენციაზე.

0.114102