ფეხბურთი

17:49 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი“მილანთან” და “რეალთან” საეჭვოა

ტურინის “იუვენტუსის” მცველის ჯორჯო კიელინის თამაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კვლავ საეჭვოა.

უკვე ცნობილია, რომ ფეხბურთელი “სკუადრა აძურას” ინგლისისა და არგენტინის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, 31 მარტს “მილანთან” მისი თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა სამმა ნომერმა ტრავმა “სპალთან” დაპირისპირების დროს მიიღო. ჯორჯომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოედნიდან გასვლა მოითხოვა. 33 წლის მოთამაშე ტურინშია და სარეაბილიტაციო კურსს გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111383