სხვა

15:14 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დასავლეთის ლიდერის პირველი წაგება

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში თბილისსა და ხელვაჩაურში გაგრძელდა. აღმოსავლეთის პირველობას უდანაკარგოდ ლიდერობს თბილისის პეგასი, ხოლო დასავლეთის ლიდერმა, სამტრედიამ სეზონში პირველი მატჩი წააგო.

სამტრედია ხელვაჩაურში დამარცხდა აჭარის გუნდთან, 19-24, თუმცა, პირველი ადგილი შეინარჩუნა. სამწრიანი ტურნირის შემდეგ აპრილში გამოვლინდებიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩემპიონები, შემდეგ, კი ამ ორი ლიგის 4-4 უძლიერესი გუნდი ერთად შეიკრიბება და მაისში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონსაც გამოავლენს.

ოთხეულებიდან 3-3 გუნდი უკვე ცნობილია: დასავლეთში - სამტრედია, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და აჭარა, მეოთხე საგზურისთვის კი დარჩენილ მატჩებში ფოთის ოქრო ვერძი და ქუთაისის გუნდი იბრძოლებენ; აღმოსავლეთიდან ფინალში უკვე გამიდნენ პეგასი, ქარიშხალა და ყვარელი, მეოთხე ადგილისთვის ძირითადი ბრძოლა თელავისა და რუსთავის გუნდებს შორის გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03. მესამე წრე

აღმოსავლეთი. 17 მარტი, არენა 2: ქარიშხალა - გორი 23-15, თელავი - პეგასი 14-30, რუსთავი - ქარელი 23-20, გორი - თელავი 16-24, პეგასი-ქარიშხალა 29-16

პეგასი--------16--16---0---0---480-197---32

ქარიშხალა---15--11---0---4---343-316---22

ყვარელი-----14---9---1---4---283-251---19

თელავი------15---5---1---9---302-350---11

რუსთავი-----14---5---0---9---263-343---10

გორი---------16---3---0--13---241-365----6

ქარელი------14---2---0--12---280-370----4

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, გ. სურმავა - ი. გოგოლაძე

დასავლეთი. 18 მარტი ხელვაჩაური. ხელვაჩაური - ფოთი 19-25, აჭარა - სამტრედია 24-19, ბათუმი - ხელვაჩაური 30-27, აჭარა - ქუთაისი 33-26

სამტრედია--13--10---2---1---305-217---22

BSB ბათუმი-12---9---2---1---301-231---20

აჭარა---------13---9---0---4---343-283---18

ფოთი---------13--4---1---8---275-292----9

ქუთაისი-----12---3---1---8---245-359----7

ხელვაჩაური-13---0---0--13--290-377----0

მსაჯები: ნ.ვარშანიძე, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

0.112977