ფეხბურთი

14:53 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “სხვა შანსი აღარ გვექნება”

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად თასის მოპოვების უკანასკნელი შანსი აქვს. მესის თქმით, მას ტირილი აღარ სურს და ტრიუმფის მოლოდინშია.

“წაგებული ფინალების შემდგომ არაერთხელ მიტირია. განსაკუთრებულად განვიცდი ნაკრების წარუმატებლობას, რადგან მე ოცნება ვერ ავიხდინე. სამწუხაროდ, მხოლოდ შედეგებზე ვართ დამოკიდებული. ახლა ვგრძნობთ, რომ თუ რუსეთში ვერ გავიმარჯვეთ, მაშინ ამ თაობის მოთამაშეებს სხვა შანსი აღარ გვექნება.

ბევრჯერ წარმოვიდგენ, რომ მე შემიძლია ფინალში თამაში, გამარჯვება და თასის აღმართვა. ეს ჩემი ოცნებაა და რაც უფრო ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი, ეს გრძნობა უფრო ძლიერდება. ვიმედოვნებ, 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. წაგებული სამი ფინალი ჩემთვის კოშმარული იყო".

აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად მესიმ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში დათმო პირველობა (0:1). 2015-2016 წლებში კი არგენტინელები 2-ჯერ დამარცხდნენ კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან. 2016 წლის ფინალი ლიონელისთვის ტრაგიკული იმ მხრივაც გამოდგა, რომ მესიმ მეტოქის კარის აღება თერთმეტმეტრიანების სერიაშიც ვერ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060547