სხვა

14:26 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მეშვიდე ქულა მიითვალა

ტოჩინოშინს ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე საბოლოო დადებით ბალანსს - კაჩიკოშს ერთი გამარჯვებაღა აშორებს. სეკივაკეს წოდებით მოჭიდავე ლევან გორგაძის ანგარიშზე 9 ტურის შემდეგ 7 მოგება და 2 წაგებაა. დღეს ქართველი სეკიტორი მეოთხე მაეგაშირას - იაპონელ შოჰოზანს დაეჭიდა, დოჰიოდან იორიკირით გადაიყანა და დადებითი ბალანსი 5 ქულამდე გაზარდა.

ხვალ გასამართ მეათე ტურში ტოჩინოშინი ოძეკი გოეიდოს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული 24 შეხვედრიდან 10 აქვს მოგებული.

რანგით მეორე ჯურიო ლიგაში მოჭიდავე გაგამარუმ – თეიმურაზ ჯუღელმა კი დღეს მარცხი იწვნია და 6 მოგების წილ 3 წაგება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111144