ფეხბურთი

13:27 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოთამაშის ოცნება თუ კლუბის ინტერესები?
ლევანდოვსკის გადაბირებას ორი კლუბი ეცდება

გადადის თუ არა მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის “რეალში”? ამის თაობაზე ჭორები არ მთავრდება. 29 წლის ფორვარდის სახელს “სამეფო კლუბთან”არა მხოლოდ აკავშირებენ, მეტიც – ისიც დაიწერა, რომ პოლონელი მადრიდელებს უკვე შეუთანხმდა.

საპირისპიროს წერს Bild-ი, რომელმაც დასტურად “რეკორდმაისტერის” აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაინც რუმინიგეს სიტყვები მოიყვანა, სადაც ის ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი “რეალში” გადასვლაზე ოცნებობს, არანაირი შეთანხმება არ არსებობს და ეს ფლორენტინო პერესის გზავნილმაც დაადასტურა. “რეალის” მმართველის თქმით, ის მოთამაშის აგენტს არ შეხვედრია და აქიდან გამომდინარე არც არაფერზე შეთანხმებულან.

აქვე გეტყვით, რომ გერმანულ გრანდს პოლონელთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და როგორც კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, მის შენარჩუნებას ბოლომდე ეცდებიან. “რეალთან” ერთად კი ფორვარდის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედიც” გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111255