კარმელო ენტონიმ ნბა-ში ჩაგდებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ რეჯი მილერს გადაასწრო. “ოკლაჰომამ” გასვლაზე “ტორონტოს” 132:125 აჯობა. კარმელო ენტონიმ 15 ქულა ჩააგდო და ნბა-ში ჯამში 25 289 ქულა დაუგროვდა, ხოლო რეჯი მილერს 25 279 ქულა აქვს. კარმელო ამ მაჩვენებლით მე-19 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 38 387 ქულა ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ჩაგდებული.