ფეხბურთი

11:29 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს 50-ე

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ “ჟირონასთან” მატჩში პოკერი შეასრულა (VIDEO), “სამეფო კლუბმა” კი მეტოქეს 6:3 სძლია. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 33 წლის მოთამაშემ კარიერაში 50-ედ შეძლო ერთ შეხვედრაში მინიმუმ სამი გოლის გატანა. კრიშტიანუმ ჰეთ-თრიქი "რეალის" მაისურით 44-ჯერ შეასრულა, პორტუგალიის ნაკრების რიგებში 5-ჯერ, "მანჩესტერ იუნაიტედში" - ერთხელ.

რონალდუს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით საერთო ჯამში 34 გოლი დაუგროვდა. პორტუგალიელმა ლა ლიგაში 22 გოლის გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელმაც 25-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112227