ფეხბურთი

22:15 | 18.03.2018 | ნანახია 2130 - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი და საგოლე პასი დანიის ჩემპიონატში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის 26-ე ტურში გამორჩეული მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძემ. “რანდერსის” ქართველი შემტევი “ოდენსესთან” ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ საბას აქტივში გოლი და საგოლე პასი ჩაეწერა.

“რანდერსი” “ოდენსესთან” 0:1 აგებდა, თუმცა საბოლოოდ 4:1 გაიმარჯვა და საციცოცხლო მნიშვნელობის ქულები მოიპოვა. ლობჟანიძე მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო (1:1).

74-ე წუთზე ქართველის პასით ბაშკიმ კადრიმ წინ გაიყვანა თავისი გუნდი (რომელიც საერთოდაც მატჩის გმირი გახდა, ჰეთ-თრიქი შეასრულა). შეხვედრას წერტილი კი ლობჟანიძემ დაუსვა მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე.

23 წლის ქართველისთვის ეს მესამე გოლი გამოდგა დანიურ სუპერლიგაში. “რანდერსი” 20 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის.

ამავე ჩემპიონატში “სილკებორგი” მოქმედ ჩემპიონ “კოპენჰაგენს” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მე-11 წუთზე დაწინაურდა, მერე სამი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. დავით სხირტლაძემ 85 წუთი ითამაშა, ხოლო მათე ვაწაძემ 52-ე წუთიდან ითამაშა და მხოლოდ ყვითელ ბარათს გამორჩა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:43 | 19.03.2018
ogafa (10220)

ყოჩაღ

00:34 | 19.03.2018
matri (2779)

საღოლ საბაა, კარგიაა მოუმატე უფრო

22:24 | 18.03.2018
XoMe (1384)

ესკვირა ქართველებისაა : ))) კარგია კარგი

0.143391