ფეხბურთი

19:13 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" - უდანაკარგო ლიდერი

თბილისის “საბურთალო” ეროვნულ ლიგაში სამი ტურის თავზე ერთადერთია, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს და შესაბამისად, ერთპიროვნული ლიდერია. გიორგი ჭიბრიშვილის გუნდმა მორიგი გამარჯვება საკუთარ კედლებში გორის “დილასთან” მიითვალა.

“საბურთალოს” უპირატესობა 2015 წლის საქართველოს ჩემპიონთან წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა თორნიკე გორგიაშვილმა, რომელსაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორივე გოლში მისი დამსახურება განუზომლად დიდია.

გამოცდილემა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს დაიწყო საგოლე შეტევა, როდესაც ჩინებული პასით ვოლკოვი მოამარაგა, ფორვარდმა კი ერთი შეხებით მკერდით დაუგდო გიორგი დიასამიძეს და მანაც ერთი შეხებით გაიტანა. მოკლედ, ჩინებული გოლი გამოვიდა. მასპინძლებმა უპირატესობა მეორე ნახევარში განიმტკიცეს – გორგიაშვილმა მოხდენილი პასი კიდევ ერთხელ გააკეთა და გიორგი ბეგაშივილთან გიორგი კოხრეიძე პირისპირ აღმოჩნდა. საბურთალოელთა ახალგაზრდა შემტევი კი, ჰოლანდიელმა ფორტისმა წააქცია და პენალტი დაინიშნა,რომელიც დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა – 2:0.

ასე და ამრიგად, “დილა” მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, ხოლო “საბურთალოს” სამ ტურში 9 ქულა აქვს და სანაკრებო პაუზას ლიდერის რანგში ხვდება.

“საბურთალო” – “დილა” 2:0 (1:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

“საბურთალო” (4-2-1-3): კუპატაძე; ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ნადარაია (ცნობილაძე 60); გორგიაშვილი (თარხნიშვილი 68), მამუჩაშვილი; დიასამიძე; ვაგნერი, კოხრეიძე (ტატანაშვილი 62), ვოლკოვი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“დილა” (4-2-3-1): ბეგაშვილი; კორიფაძე, გოგიაშვილი, მაჩაიძე, სუხიაშვილი; ნონდი, რაზმაძე (ლემპტი 66); ნონიკაშვილი (ფორტისი 53), რაჟამაშვილი (კოვტალიუკი 77), ქავთარაძე; ფანცულაია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 1:0 დიასამიძე (41), 2:0 კოხრეიძე (59, პენ)

გაფრთხილება: კოხრეიძე (45), თარხნიშვილი (78) – ფორტისი (58), კორიფაძე (77)

მსაჯი: ჯ. ხორავა

0.121791