ფეხბურთი

16:15 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთის" პირველი ქულა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში ფოთის “კოლხეთმა” პირველი ქულა მოიპოვა. “კოლხები” თბილისში, ბოლნისის “სიონს” ესტუმრნენ და სასურველ შედეგს მიაღწიეს.

შეხვედრა მაინც და მაინც, სანახაობრივი არ გამოდგა და შედეგიც ლოგიკური იყო. “სიონისთვის” ეს პირველი ფრეა მიმდინარე სეზონში, ხოლო “კოლხეთმა”, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთოდაც სადებიუტო ქულა ჩაიწერა აქტივში.

ფოთელებმა ბოლო პოზიციას თავი დააღწიეს, რომელსაც ახლა თბილისის “ლოკომოტივი” ამაგრებს ეულად.

ეროვნული ლიგის მესამე ტური დღეს, “საბურთალოსა” და გორის “დილას” მატჩით დასრულდება.

“სიონი” – “კოლხეთი” 0:0 (0:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“სიონი” (4-2-3-1): მუჯრიშვილი, თომაშვილი, ნოზაძე, გიორბელიძე; დათუნაიშვილი, ქიქავა; გაფრინდაშვილი (ლეჟავა 79), სიხარულია (ბერიაშვილი 46), სამუშია (მანაგაძე 72); დვალი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

“კოლხეთი” (3-4-3): პოლტავცევი; პანამარიოვი, გოგონაია, მახარაძე; კილასონია, არზიანი (ტყემალაძე 74), დანილოვი, კაბორე; კახელიშვილი (არქანია 83), მიხაილოვი, გოგბერაშვილი

მწვრთნელი: ნუგზარ თავაძე

გაფრთხილება: გიორბელიძე (58), ქიქავა (69) – გოგონაია (18), კახელიშვილი (44), დანილოვი (81), მიხაილოვი (90)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

0.118888