ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ "ჩელსის" თავდამსხმელს ალვარო მორატას ნაკრებში არგამოძახების მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის დიდი შანსი აქვს.
"მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ბევრი თამაში ვერ ჩაატარა. ახლა კი უმჯობესია მის მაგივრად სხვამ დაიკავოს ადგილი, თუმცა იმედი გვაქვს მომდევნო სამი თვის განმავლობაში ალვარო კარგად იასპარეზებს. იგი ჩვენ გეგმებში შედის, რეალური შანსი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისა." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლოპეტეგიმ.