სხვა

12:50 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძე საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს დასჯერდა

ნინო სალუქვაძის ტირი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. პირველები საქმეში ქალები ჩაებნენ და უფროსებსა და ახალგაზრდებში გამოავლინეს ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორები. პირველი ადგილი ორივე ასაკობრივ ჯგუფში ქუთაისელმა ტყვიის მსროლელებმა დაიკავეს.

უფროსთა კონკურენცია მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ნინო სალუქვაძემ 555 ქულა მოაგროვა და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონი გახდა ქუთაისელი მარიამ ჩაგანავა, რომელმაც ლეგენდარულ სპორტსმენს 12 ქულით აჯობა. ვერცხლის მედალს კი სალუქვაძის კლუბის წევრი მეგი ქადაგიძე დაეუფლა 558 ქულით.

ახალგაზრდებში ფავორიტი ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე იყო და 557 ქულით შიდა კონკურენციაში სწორედ მან იმარჯვა. მეორე და მესამე ადგილები კი ასევე ქუთაისელმა ლიზი კილაძემ (555) და თბილისელმა მარიამ ღვინიაშვილმა (550) დაიკავეს.

ტყვიის სროლა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

17 მარტი

ქალები

უფროსები

1 მარიამ ჩაგანავა (ქუთაისი; ს.ს.კ.დ.) - 567

2 მეგი ქადაგიძე (თბილისი, ნინო სალუქვაძის ტირი) - 558

3 ნინო სალუქვაძე (თბილისი, ნინო სალუქვაძის ტირი) - 555

ახალგაზრდები

1 ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი; ს.ს.კ.დ.) - 557

2 ლიზი კილაძე (ქუთაისი; ს.ს.კ.დ.) - 555

3 მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი, ნინო სალუქვაძის ტირი) – 550

0.11273