ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” წამყვანი ტრიოს (კლეი ტომპსონის, სტეფ კარი, კევინ დურანტი) გარეშე გასვლაზე “ფინიქსს” 124:109 აჯობა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 2 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “მეომრებმა” მეტოქეზე 21 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც ნიკ იანგის (29) შედეგის შემდეგ ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “გოლდენ სტეიტმა” 42:25 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა ჯექსონმა ჩააგდო, ხოლო “ოქროს შტატელთა” შორის საუკეთესო კუკი 28 ქულით იყო.
“გოლდენ სტეიტი” წამყვანი ტრიო კლეი ტომპსონი, სტეფ კარი და კევინ დურანტი ტრავმირებულები არიან და მათი პარკეტზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.