ფეხბურთი

2:38 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" - ასე ვერ გაფრინდები!

ტურინის “იუვენტუსმა” გამარჯვებების ჩინებული სერია ფერარაში დაასრულა. მასიმილიანო ალეგრიმ ერთ-ერთ აუტსაიდერ “სპალთან” საგარეო მატჩში თითქმის უძლიერესი შემადგენლობა დააყენა, მაგრამ “იუვეს” ამან ვერ უშველა და ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგა, რომელიც ვინძლო, ძვირად დაუჯდეს.

სიმართლე რომ ვთქვათ, ტურინულ გრანდს მოგება არც დაუმსახურებია და სრულიად სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა – 0:0. მიზეზი? – “იუვენტუსს” რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნია მეტოქის კართაც და ბუნებრივია შეტევებით თავი არც “სპალს” მოუკლია. ასე დასრულდა “იუვეს” 12 მატჩიანი მოგებების სერია, რომელიც 17 დეკემბერს, ბოლონიაში გამარჯვებით დაიწყო. ისე კი, “იუვეს” მაინც ჩინებული პერიოდი აქვს – ბოლოს 19 ნოემბერს წააგო, ხოლო იქედან მოყოლებული 16 მატჩიდან 14 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და ერთადერთი გოლი გაუშვა (სერია A-ში). “ნაპოლისთან” სხვაობა კი, 5 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ნეაპოლელებს ამ ტურში სათამაშო აქვთ, შინ “ჯენოას” ალბათ დაამარცხებენ და სიტუაცია ისევ უკიდურესად დაიძაბება...

"იუვენტუსისთვის" კი ყველაზე ცუდი რაც ამ შეხვედრაში მოხდა, ალბათ ჯორჯო კიელინის ტრავმაა, რომელმაც მეო-80 წუთზე შეცვლა მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია გამოცდილი იტალიელის დაზიანება.

ტური კი, უდინეში დაიწყო, სადაც კრიზისში მყოფი “უდინეზე” “სასუოლოსთან” 1:2 დამარცხდა. “ნეროვერდიმ” ამ გამარჯვებით ცოტა ამოისუნთქა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

“უდინეზე” – “სასუოლო” 1:2 (1:1)

უდინე, “დაჩია არენა”

მაყურებელი: 15 000

“უდინეზე” (3-5-1-1): ბიძარი; ლარსენი, დანილო, სამირი; ვიდმერი (ბალიჩი 81), ფოფანა (ბარაკი 57), ბეჰრამი, იანკტო, ალი ადნანი; დე პაული; მაქსი ლოპესი (პერიცა 70)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“სასუოლო” (3-5-2): კონსილი; აჩერბი, გოლდანიგა, დელ’ორკო; ლიროლა, მაციტელი (კასატა 86), სენსი, მისიროლი, აჯაპონგი (როჯერიო 81); პოლიტანო (მანიანელი 89), ბაბაკარი

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 0:1 ალი ადნანი (42, ა.გ), 1:1 ფოფანა (44), 1:2 სენსი (74)

გაფრთხილება: ბარაკი (63) – აჯაპონგი (15), მაციტელი (29)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: როზარიო აბისო

“სპალი” – “იუვენტუსი” 0:0 (0:0)

ფერარა, “პაოლო მაცა”

მაყურებელი: 15 000

“სპალი” (3-5-2): მერეტი; ჩიონეკი, ვიკარი, ფელიპე; ლაძარი, გრასი, შიატარელა, კურტიჩი, კოსტა (შიმიჩი 90); პალოსკი (ევერტონი 82), ანტენუჩი (ფლოკარი 89)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დე შილიო, რუგანი, კიელინი (ბარძალი 81), ასამოა (მანჯუკიჩი 64); პიანიჩი, მატუიდი (ბენტანკური 84); დუგლას კოშტა, დიბალა, ალექს სანდრო; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გაფრთხილება: კურტიჩი (32), შიატარელა (60), კოსტა (66), გრასი (66), ევერტონი (85) – დულას კოშტა (69), პიანიჩი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 1 (0) – 10 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
0.328091