ფეხბურთი

21:00 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიამ ავსტრიის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი შეასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ვენის "რაპიდის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში, "ვოლფსბერგთან" მოგებულ (5:1) სამი გოლი გაიტანა. 24 წლის ლეგიონერმა თავი მე-8, 49-ე და 89-ე წუთებზე გამოიჩინა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიამ საკლუბო ტურნირებზე 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველის გუნდი "რაპიდი" ავსტრიის ეროვნულ ჩემპიონატში 43 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

0.117769