ფეხბურთი

23:35 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეკერმანმა ამხანაგური მატჩებისთვის კოლუმბიის შემადგენლობა დაასახელა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა მარტის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

არგენტინელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი 24 მარტს საფრანგეთს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში ლონდონში ავსტრალიასთან გაარკვევს ურთიერთობას. კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პეკერმანის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: დავიდ ოსპინა ("არსენალი", ინგლისი), კამილო ვარგასი ("დეპორტივო კალი")

მცველები: სანტიაგო არიასი (პსვ, ჰოლანდია), კრისტიან საპატა ("მილანი", იტალია), დავინსონ სანჩესი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ფრანკ ფაბრა ("ბოკა ხუნიორსი", არგენტინა), ოსკარ მურილიო ("პაჩუკა", მექსიკა), იერი მინა ("ბარსელონა", ესპანეთი), ხოან მოხიკა, ბერნარდო ესპინოსა (ორივე "ჟირონა", ესპანეთი);

ნახევარმცველები: აბელ აგილარი ("დეპორტივო კალი"), ჯეფერსნ ლერმა ("ლევანტე", ესპანეთი), ჯოვანი მორენო ("შანხაი შინჰუა", ჩინეთი), ხამეს როდრიგესი ("ბაიერნი", გერმანია), კარლოს სანჩესი ("ესპანიოლი", ესპანეთი), მათეუს ურიბე ("ამერიკა", მექსიკა), ხუან კინტერო ("რივერ პლეიტი", არგენტინა), ვილმარ ბარიოსი ("ბოკა ხუნიორსი", არგენტინა), ვიქტორ კანტილიო ("ჯუნიორი");

თავდამსხმელები: მიგელ ბორხა ("პალმეირასი", ბრაზილია), მიგელ ბორხა ("ბრაიტონი", ინგლისი), ლუის მურიელი ("სევილია", ესპანეთი), დუვან საპატა ("სამპდორია", იტალია), რადამელ ფალკაო ("მონაკო", საფრანგეთი), ჯიმი ჩარა ("ჯუნიორი"), კარლოს ბაკა ("ვილიარეალი", ესპანეთი);

0.11627