ფეხბურთი

18:12 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას კონდოგბია ჯობია?

ესპანური “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი მარსელინო ტორალი მიიჩნევს, რომ ჟოფრეი კონდოგბია საფრანგეთის ნაკრების სიის მიღმა უსამართლოდ დარჩა. “ღამურების” თავკაცის თქმით, მისი შეგირდი დღეს პოლ პოგბაზე კარგი ფეხბურთელია.

“კონდოგბიას კარგად მხოლოდ “სევილიას” წინააღმდეგ არ უთამაშია, არამედ მთელი სეზონია მაღალ დონეზე თამაშობს. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ფრანგ ნახევარმცველებში ყველას სჯობს.

მაგალითად, ყველამ ვნახეთ, როგორ ითამაშა იმავე “სევილიასთან” პოლ პოგბამ და როგორ კონდოგბიამ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში ჟოფრეი არ გამოიძახეს. მე პატივს ვცემ დიდიე დეშამის გადაწყვეტილებას და კმაყოფილი ვარ, რომ კონდოგბია სანაკრებო შეკრების დროსაც ჩვენთან რჩება”, - განაცხადა მარსელინომ.

შეგახსენებთ, ჟოფრეი კონდოგბია “ვალენსიაში” იჯარის წესით თამაშობს. მისი სატრანსფერო უფლებები მილანის “ინტერს” ეკუთვნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114075