ფეხბურთი

15:51 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა “ჩელსის” ერთგულებას ეფიცება

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა ინგლისის დატოვებას არ აპირებს. როგორც ბელგიელმა მეკარემ განაცხადა, “არისტოკრატების” ერთგულია და გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს.

“ჩელსისთან” კონტრაქტი მომავალ წლამდე მაქვს. აქ დარჩენას ვაპირებ და გუნდის დატოვება არ მინდა. ცხადია, ახალი კონტრაქტი გაფორმდება, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ამის დრო არაა. სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “ჩელსის” ერთგული ვარ.

ახლა მთავარია, ფოკუსირება სეზონის ბოლო ნაწილზე მოვახდინოთ, რომ პრემიერლიგაში ოთხეულში შევიდეთ და ასოციაციის თასი მოვიგოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის”, - განაცხადა კურტუამ.

შეგახსენებთ, ტიბო კურტუა ლონდონური გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა პრემიერლიგაში 29 მატჩში 27 გოლი გაუშვა, 13-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.

0.111923