ფეხბურთი

13:18 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “იუვენტუსი” შარშანდელზე ძლიერია, მაგრამ...”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარს კარლო ანჩელოტი აკეთებს, რომელსაც სხვადასხვა დროს ორივე გუნდში უმუშავია. იტალიელი სპეციალისტის თქმით, “იუვენტუსი” შარშანდელზე ძლიერია, მაგრამ მხოლოდ დაცვაში თამაშით ფონს ვერ გავა.

“უემბლიზე” “ტოტენჰემთან” ალეგრიმ გუნდი სრულყოფილად ათამაშა, ტაქტიკისა და სტრატეგიის მხრივ მან ნამდვილი შედევრი შექმნა. “იუვენტუსს” საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ მხოლოდ დაცვაში თამაში “რეალთან” საკმარისი არ იქნება, რადგან ამ გუნდს ერთი გოლის გატანა ყოველთვის შეუძლია.

მათ ჰყავთ შესანიშნავ კონდიციებში მყოფი იგუაინი და დიბალა, შეუძლებელი არაფერია. არ უნდა დავივიწყოთ ფსიქოლოგიური მომენტიც. ეს “იუვენტუსი” იმ გუნდზე ძლიერია, რომელმაც შარშან ფინალი წააგო და იცის საკუთარი ძალა”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

“იუვენტუსისა” და “რეალი” მეოთხედფინალური მატჩები 3 და 11 აპრილს გაიმართება.

0.116345