ფეხბურთი

11:14 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა ესპანეთთან და ბრაზილიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრებებთან მიმდინარე თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ლიოვის რჩეულთა შორის არაა “დორტმუნდის” შემტევი მარკო როისი, რომელმაც “ზალცბურგთან” ევროპის ლიგის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო და მწვრთნელის თქმით, მას არ სურს ფეხბურთელის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს.

ლიოვის სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: მარკ ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”), ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), კევინ ტრაპი (პსჟ);

მცველები: ჯერომ ბოატენგი, მათს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი, ნიკლას ზულე (ყველა - “ბაიერნი”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), მათიას გინტერი (“გლადბახი”), ანტონიო რუდიგერი (“ჩელსი”), მარვინ პლატენჰარდტი (“ჰერტა”);

ნახევარმცველები: ტონი კროოსი (“რეალი”), მესუთ იოზილი (“არსენალი”), თომას მიულერი, სებასტიან რუდი (ორივე - “ბაიერნი”), სამი ხედირა (“იუვენტუსი”), ემრე ჯანი (“ლივერპული”), იულიან დრაქსლერი (პსჟ), ილქაი გუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი”), იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), ლეონ გორეცკა (“შალკე”);

თავდამსხმელები: მარიო გომესი (“შტუტგარტი”), ლეროი სანე (“მანჩესტერ სიტი”), ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”), სანდრო ვაგნერი (“ბაიერნი”), ლარს შტინდლი (“გლადბახი”).

გერმანიის ნაკრები ესპანეთს 23 მარტს დიუსელდორფში უმასპინძლებს, ბრაზილიის ნაკრებს კი 27 მარტს ბერლინში დაუხვდება.

0.131582