ფეხბურთი

23:06 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგიმ ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული სემადგენლობა დაასახელა. "ფურია როხას" დამრიგებელმა "ჩელსის" თავდამსხმელი ალვარო მორატა არ გამოიძახა. "ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კი მომავალ მატჩებში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

ესპანეთი 23 მარტს დიუსელდორფში გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო არგენტინას 27 მარტს მადრიდში უმასპინძლებს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლოპეტეგის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: კეპა არისაბალაგა ("ატლეტიკო"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), პეპე რეინა ("ნაპოლი");

მცველები: ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე (ორივე "ბარსელონა"), მარკოს ალონსო, სესარ ასპილიკუეტა (ორივე "ჩელსი"), ნაჩო, დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი (სამივე "რეალი"), ალვარო ოდრისოლა ("სოსიედადი");

ნახევარმცველები: ისკო, მარკო ასენსიო (ორივე "რეალი"), ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი"), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), საულ ნიგესი, კოკე (ორივე "ატლეტიკო"), დანიელ პარეხო ("ვალენსია"), როდრიგო კასკანტე ("ვილიარეალი");

თავდამსხმელები: იაგო ასპასი ("სელტა"), როდრიგო მორენო ("ვალენსია"), დიეგო კოშტა ("ატლეტიკო"), ლუკას ვასკესი ("რეალი");

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110383