ფეხბურთი

22:50 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "მანჩესტერზე" უცნაურ საუბარს აგრძელებს...

ჟოზე მოურინიო არ ცხრება და “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ მორიგ უცნაურ განცხადებას აკეთებს. “განსაკუთრებულმა” “წითელი ეშმაკების” განვლილი წლები დეტალურად გაიხსენა დ ჩამოთვალა ის შედეგები, რომელსაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწია.

მოურინიო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა “ოლდ ტრაფორდის” მკვიდრთათვის ტრაგედია არაა.

“მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და აქ ვარ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყოველთვის ერთი და იგივე 4 გუნდი გადის ბოლო 7-8 წლის განმავლობაში – “ბარსელონა”, “რეალი”, “იუვენტუსი” და “ბაიერნი”.

სხვა კლუბები კი, დრო და დრო გამოჩნდებიან. მაგალითად, როგორც ჩემი “ინტერი”, “მონაკო” გასულ სეზონში. მაგრამ ისინი, რომლებიც ყოველთვის არიან, ამას აქვს გარკვეული მიზეზი.

“მანჩესტერმა” კი, ბოლოს ფინალში 2011 წელს ითამაშა. როგორც მახსოვს, 2012 წელს ჯგუფში ჩარჩა, სადაც “ბენფიკა”, “ბაზელი” და “გალათასარაი” ჰყავდა. 2013 წელს იმ “რეალმა” დაამარცხა მერვედფინალში, რომელსაც მე ვწვრთნიდი (იღიმის). 2014 წელს მეოთხედფინალამდე მივიდა, 2015 წელს კი საერთოდ არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე. 2016 წელს ისევ ჯგუფში ჩარჩა და მერე ევროპა ლიგიდანაც გავარდა...

ჩემს ხელში შარშან ევროპა ლიგა მოიგო, ახლა კი, ჯგუფურ ეტაპზე 18 ქულიდან 15 მოიპოვა. 7 წელი, 4 სხვადასხვა მწვრთნელი და საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია. ასევე პრემიერლიგაშიც – ბოლოს ჩემპიონი 2013 წელს გახდა, ხოლო ბოლო 4 წელში საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი გახლდათ”, - თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “სევილიასთან” (1:2) დამარცხდა და ტურნირის დაემშვიდობა. მოურინიომ კი, ამ მატჩის შემდეგ უცნაური განცხადება გააკეთა, ახალი არაფერი მომხდარა “მანჩესტერისთვისო”...

0.112997