ფეხბურთი

20:00 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე გოლოვინი გამოარჩიეს

რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი ალექსანდრ გოლოვინი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გამოკითხვაში 21 წლის მოთამაშემ გულშემატკივრების ხმების 89% ერგო. მეორე ადგილზე ფერნანდო ტორესი ("ატლეტიკო") გავიდა, ხოლო მესამეზე - ლუკას ლეივა ("ლაციო").

გოლოვინი მოსკოვურ გუნდს ევროპა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. "ლიონთან" სტუმრად მოგებულ (3:2) საპასუხო მატჩში ნახევარმცველმა ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში რუსმა ფეხბურთელმა 33 მატჩი ჩაატარა, თავი ხუთჯერ გამოიჩინა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11517