ფეხბურთი

22:46 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: "სევილია" რთული მეტოქეა"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას აფასებს. გერმანელი სპეციალისტის თქმით, “სევილიასთან” თამაში რთული იქნება.

“კარგად ვიცნობ “სევილიას”. თამაშობს კომბინაციურ ფეხბურთს და მონტელას მოსვლის შემდეგ დაცვაში მჭიდროდ დაიწყო თამაში. ეს რთული მოწინააღმდეგეა”, - განაცხადა ჰაინკესმა.

“სევილია” – “ბაიერნის” შეხვედრები 3-11 აპრილს გაიმართება. პირველი მატჩი ესპანეთშია დაგეგმილი, ხოლო მეორე – გერმანიაში.

0.113408