იტალიური “რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას აფასებს. იტალიელის განცხადებით, “რომა” “ბარსელონას” წინააღმდეგობას გაუწევს.
“როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით, მივხვდით, რომ ადვილი თამაში არავისთან გვექნებოდა. “ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “რომა” მისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს”, - განაცხადა ტოტიმ.
“ბარსელონა” – “რომას” მატჩები 4 და 10 აპრილს გაიმართება. პირველ შეხვედრას “კამპ ნოუ”, ხოლო მეორეს “სტადიო ოლიმპიკო” უმასპინძლებს.