“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის წილისყრით უკმაყოფილო არ დარჩენილა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი ფავორიტი არაა, მაგრამ წინასწარ ფეხბურთში გარკვეული არაფერია.
“ეს ნორმალურია, ჩვენ ვითამაშებთ. ასეთ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვის შეხვდები, ყველა ფავორიტია. პრემიერლიგაში ჩვენ მათ უკვე ვეთამაშეთ და ერთი მოვიგეთ, ერთი – წავაგეთ. დიახ, ჩვენ ფავორიტები არ ვართ. მადლობა ღმერთს ფეხბურთში წინასწარ არაფერია განსაზღვრული”, - ციტირებს კლოპის სიტყვებს “ლივერპულის” ვებგვერდი.
“ლივერპულისა” და “სიტის” მატჩები 4-10 აპრილს გაიმართება. ჯერ “ენფილდ როუდზე”, შემდეგ ეტიჰად სთედიუმზე”.