ჩოგბურთი

11:46 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა პირველობა გაიმყარა და თავისივე რეკორდი გაიმეორა 

ინდიან უელსის მასტერსის ¼1/4-ფინალში როჯერ ფედერერმა კორეელი ჰეონ ჩანგი 7:5, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. კორეელმა შვეიცარიელს წინააღმდეგობა პირველ სეტში გაუწია, ხოლო მეორე პარტიაში უშანსოდ იყო.

როჯერმა ამ მოგებით რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნა გაინაღდა და თავისი 12 წლის წინანდელი რეკორდი, სეზონის სტარტზე ზედიზედ 16 მოგებული შეხვედრა გაიმეორა. ფედერერმა წელს მხოლოდ სამი სეტი დათმო.

ინდიან უელსის ნახევარფინალში როჯერი ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება, მატჩი 17 მარტს თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

0.18787