თამაშგარე

12:22 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდის მიდის გზა კარმენ ბრუნდლერის სარეცელამდე

გერმანიაში ხმა გავარდა, ბასტიან შვაინშტაიგერს, თავისი ცოლი, მეჩოგნე ანა ივანოვიჩი მიუტოვებია და საწოლში ცნობილ მოდელს, კარმენ ბრუნდლერს ჩაგორებიაო. ეს ჭორი ცხადია უმალ აიტაცეს გერმანიის ბულვარული პრესის კორიფეებმა და იმდენი კუდი მოაბეს - მართალიც რომ ყოფილიყო ეჭვი შევეპარებოდა.

ცალკე ბასტიანმა და ცალკე მისმა ცოლმა, ამ ამბის გასაქარწყლებლად ჟურნალისტებს უხმეს და უარყვეს. ბასტიანმა კი მხოლოდ ის აღიარა, რომ კარმენ ბრუნდლერს ნამდვილად იცნობს, რამდენჯერმე შეხვედრია კიდეც, მაგრამ მათ შორის სასიყვარულო ძაფები არასოდეს გაბმულა.

კარმენს ამ ამბავზე არაფერი უთქვამს. მით უმეტეს, რომ იგი ალბათ უკვე მიჩვეულია მასზე გავრცელებულ ტყუილ-მართალ ამბებს და ასეთი ცნობილი და პოპულარული ტოპ-მოდელის სარეცელის ბედით ბულვარული მედია მუდმივად რომ ინტერესდება - არც ისაა უცნაური და გასაოგნებელი.

0.122988